
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. 15 იანვარს კიევში განაცხადეს, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს