საჰაერო ძალები – რუსეთმა 16 დეკემბრის თავდასხმის დროს ყველა სახის იარაღი გამოიყენა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ჯარებმა 16 დეკემბერს მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გამოიყენეს ყველა სახის იარაღი ირანული “შაჰიდების” გარდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
“გუშინ პრაქტიკულად ყველაფერი გამოიყენეს… სხვადასხვა ტიპის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტები, “შაჰიდების” გარდა, რომელიც წინა დღეს გაუშვეს”, – განაცხადა იგნატმა.
16 დეკემბერს რუსებმა უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა უკრაინას 98 რაკეტა ესროლა და 65-ზე მეტი შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
თაგები:
იური იგნატი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს