Logo

საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და 700 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
743
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

5 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 700 რუსი ჯარისკაცი და მტრის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა გაანადგურეს.

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 131 290 (+700) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 05.02.2023-მდე: ტანკები – 3 220 (+2), ჯავშანტექნიკა – 6 405 (+11), საარტილერიო სისტემები – 2 226 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 460 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 227 (+2), თვითმფრინავი – 294 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1958 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 091 (+10), სპეციალური ტექნიკა – 203 (+1).

Advertisement