საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით პროცესების გაშუქება შეზღუდულია.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თაგები:
თბილისის საქალაქო სასამართლო




