საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი 2010" საკანდელიძე-ქორქიას თასის გამარჯვებულია

ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის თასის ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი და “ქუთაისი 2010” დაუპირისპირდნენ, სადაც ქუთაისელებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 93-89 დაამარცხეს.
მატჩის საწყისი წუთები ორივე გუნდის მხრიდან აქტიურობით დაიწყო, თუმცა თანდათან სტუდენტების უპირატესობა გამოიკვეთა, რამაც განაპირობა ის, რომ გასახდელში 5-ქულიანი მოგებით ჩავიდნენ.
მესამე მეოთხედიც უნივერსიტეტელების დომინაციით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში, ქუთაისელებმა სრული სცენარი შეცვალეს, დაძაბულ ბრძოლაში მატჩი თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს და თასის მფლობელებიც გახდნენ.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 29 ქულით ქუთაისელთა შემადგენლობაში მყოფი ამერიკელი ლეგიონერი ტაირი ბოიკინი გახდა.
თაგები:
"ქუთაისი 2010"




