საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის პრეზიდენტი ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.
თაგები:
ზორან მილანოვიჩი




