Logo

საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა ცნობილია

სპორტი
110
Frontnews image description

საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონია ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიება 2019 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა და წლის საუკეთესოები რვა სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდო მოჭიდავე ვახტანგ ლოლუას გადაეცა.
საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა, ხოლო საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი გიორგი ქალდანი.

არაოლიმპიურ სახეობებში წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალისმიერი სამჭიდის წარმომადგენელი თემურ სამხარაძე დასახელდა.

გუნდური სახეობის ნომინაციაში გამარჯვება საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები