"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები"

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური განათლების მხარდამჭერი ბანკი, ფინანსური ცოდნის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი ბანკმა ფინანსური განათლებით დაინტერესებული მშობლებისთვის ტრენინგი - "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები" ჩაატარა.
ტრენინგზე ფინანსურ, ასევე სწავლების სფეროში გამოცდილმა ინსტრუქტორებმა: თამთა ჯიჯავაძემ და ნათია მშვიდობაძემ მშობლებთან ერთად განიხილეს როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარტივად და გასაგებად: ბიუჯეტირება, ფინანსური მიზნების დასახვა, დანაზოგის მნიშვნელოვნება, ფულის დაგროვების მარტივი გზები, პასუხისმგებლიანი ხარჯვის წესები და ა.შ.
"საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მშობლებში, მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების განვითარება დღეს ყველასთვის აუცილებელია, რადგან ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, და მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი შესაბამის ცოდნაზე იყოს დაფუძნებული,“ — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდამჭერია
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


