Logo

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

Frontnews image description

ბაზრების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა დღეს მრავალი ბიზნესისთვის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 17 ივნისს, 17:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის ქ. 18-ში, „პუბლიკაში“ გაიმართება ლიკუნა კერესელიძის ვორკშოპი - „პირველი ნაბიჯები ექსპორტზე“, რომელიც კომპანიებს საექსპორტო საქმიანობის დაწყებისა და დაგეგმვის პროცესში დაეხმარება.

ვორკშოპი დაეთმობა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ბიზნესებმა ექსპორტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეები გაეცნობიან კომპანიის საექსპორტო პოტენციალის შეფასების მიდგომებს, ექსპორტის მზაობის ძირითად კომპონენტებს, სამიზნე ბაზრების შერჩევის მეთოდებსა და ექსპორტის ფინანსურ ლოგიკას.

ვორქშოპი პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მონაწილეებს დაეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.

საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ცოდნის მიღებასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.


(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები