"საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, ვორკშოპი „AI-ის გამოყენება ბიზნესში" გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი ბიზნეს განათლების სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცე პრაქტიკულ ვორკშოპს უმასპინძლებს თემაზე — "AI-ის გამოყენება ბიზნესში"
ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.
ღონისძიებას გაუძღვება ტატა მომცელიძე, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის კლასტერის პროდუქტის მფლობელი, რომელიც წლებია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:
გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;
გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;
გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესს ეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;
მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვორქშოპი საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ რესურსებს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა