Logo

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

საზოგადოება
368
Frontnews image description

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით - 38:37 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 42 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ, მატჩი 80:70 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

Advertisement