Logo

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა "კარპატის თასზე" რუმინეთი დაამარცხა

სპორტი
162
Frontnews image description

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა "კარპატის თასზე" მეორე მატჩი ამჯერად მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა და მეტოქე 30:27 დაამარცხა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რასაც მალევე ერეკლე არსენაშვილის გოლი მოჰყვა.

ტიტე კალანდაძის გუნდს სასტარტო მღელვარება არ ჰქონია და ეს პირველი ნახევრის შედეგზეც აისახა, ის 16:14 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წამებში კალანდაძემ გოლების რაოდენობა გაზარდა, საქართველოს ნაკრები კი მთელი ტაიმის განმავლობაში ტემპს არ აგდებდა და მატჩი საბოლოოდ 30:27 ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო ნიკოლოზ კალანდაძე იყო, რომელმაც 11 ბურთი გაიტანა და 6 ასისტიც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 2 ნოემბერს, უკრაინასთან ჩაატარებს.

 

Advertisement