საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა

ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და 21:00 საათზე დაიწყო.
პირველივე ტაიმში სტუმრებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში მე-10 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით გაიხსნა. მალევე მარტინ ზუბიმენდიმ ორ ცენტრალურ მცველს გაუსწრო, კომბინაცია ლამაზად დაასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ესპანეთის მესამე გოლი 34-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, რის შემდეგაც პირველი ნახევარი 0:3დასრულდა.
მეორე ტაიმში ესპანეთმა კვლავ შეინარჩუნა ინიციატივა. 63-ე წუთზე მიკელ ოიარზაბალიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში 0:4 გახადა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, სხვაობა აღარ გაზრდილა, საბოლოოდ შეხვედრა 0:4 დასრულდა.
18 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩს გამართავს. ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება და მას საქართველო სოფიაში ესტუმრება.
თაგები:
საქართველოს ნაკრები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


