Logo

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

სპორტი
644
Frontnews image description

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს "ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლა, 53:30 დაამარცხა და 15 მარტს ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა  15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

თაგები:

რაგბი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები