Logo

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია

პოლიტიკა
303
Frontnews image description

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია  გაიმართა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. შესრულდა  ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის ლიდერების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა იმართება, რომელშიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ.

Advertisement