"საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა.
ცვლილებები ძირითადად აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობასა და ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესს შეეხება.
"ცვლილებების თანახმად, იზრდება საზოგადოებრივი ტელემაუწყებლის და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლის გადამღები ჯგუფების რაოდენობა და არსებული 10 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტის ნაცვლად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღება შეეძლება არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტს.
აღნიშნული ცვლილება ძალაშია ბრძანების კანონით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
ცვლილებებით ასევე დაზუსტდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესი და პირობები, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.
ამასთანავე, ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესს“ დაემატა ორი დანართი. N1 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება, ხოლო N2 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება.
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლებს არ შეეხება.
2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები 2025 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მიიღება", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:
პარლამენტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


