Logo

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო

სპორტი
431
Frontnews image description

10 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც დამაჯერებელი ანგარიშით 10:1 მოიგო.

წინა გამარჯვებამ ქართველ მოთამაშეებს კარგი ფსიქოლოგიური ფონი შეუქმნა, რაც თამაშზეც აისახა, რომელიც ქართველთა სრული დომინაციით წარიმართა.

მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე შოთა თოფურიამ გახსნა, რომელმაც თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

მეორე გოლი მეცხრე წუთზე გიორგი ღავთაძემ შემოგვთავაზა, რომელმაც ეფექტური დარტყმით მოახერხა უპირატესობის გაზრდა.

მალევე, ორ წუთში, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მოთამაშემ შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება. ლევან სვანიძემ სხვაობა სამბურთიანი გახადა. პირველი ნახევრის ბოლო გოლი კი გიორგი ღავათაძემ გაიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. გუნდები გასახდელში ოთხბურთიანი სხვაობით ჩავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ქართველთა აქტიურობით დაიწყო, რასაც მეოთხე წუთზე ჯანიკო გიორგაიას გოლი მოჰყვა.

მეტოქეთა შემადგენლობიდან ლუკოვმა მოახერხა ერთი გოლის გატანა და უპირატესობის შემცირება. რამდენიმე წუთში ლევან სვანიძემ ეფექტური თავურით კვლავ გაზარდა უპირატესობა და დუბლი გაიფორმა.

მატჩში მეტოქეს მეშვიდე გოლი ჯანო კვარაცხელიამ გაუტანა.

მატჩის მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. გიორგი ღავთაძე დუბლს არ დასჯერდა და მოწინააღმდეგეს კიდევ ორი შთამბეჭდავი გოლი გაუტანა და პოკერის ავტორი გახდა.

მოწინააღმდეგე გუნდი ფსიქოლოგიურად დაინგრა. დაცვაში ცუდმა თამაშმა და არეულობამ მეტოქის კარში ავტოგოლიც გამოიწვია.

საბოლოოდ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო და ტაბლოზე 10:1 დააფიქსირა.

Advertisement