Logo

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან 4:1 დამარცხდა

სპორტი
345
Frontnews image description

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თურქეთს სტუმრად ეთამაშა და ანგარიშით 4:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდი მატჩის საწყის ეტაპზე კონკურენტუნარიანი ჩანდა, თუმცა თურქეთის უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა. ანგარიში მე-15 წუთზე მას შემდეგ გაიხსნა, რაც თამაშგარე სიტუაციის შედეგად გაუქმებული ბურთი ვიდეორეფერმა მაინც ჩათვალა.

გატანილმა გოლმა მასპინძლებს მეტი ამბიცია შემატა. თურქეთის გუნდი შეტევას აძლიერებდა, საქართველოს ნაკრებს კი უმეტესად საკუთარი საჯარიმოს დაცვა უხდებოდა. მერიჰ დემირალმა მალევე გაიტანა მეორე გოლიც, 35-ე წუთზე კი ანგარიში სამამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე დემირალმა დუბლი შეასრულა და თავური დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა 64-ე წუთზე გაიტანა.

ვილი სანიოლის გუნდი ბოლო ორი ტურის მატჩს ესპანეთსა და ბულგარეთთან ნოემბერში ჩაატარებს.

Advertisement