Logo

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

სამხედრო
333
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად მიიწვია.

ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკული მხარე  საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.

Advertisement