საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხორვატიაში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის საველე სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. სწავლება-შეფასება ხორვატიის ქალაქ სლუნის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების სცენარის მიხედვით, ქართულმა ქვედანაყოფმა სამხედრო პოლიციური ფუნქციების შესრულებაში სხვადასხვა დავალება შეასრულა. ქართველმა სამხედროებმა ამოცანებს თავი წარმატებით გაართვეს და მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს.
წვრთნებში, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო ჩართული, მონაწილეობდნენ ბატალიონის წევრი ქვეყნები - პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. სწავლებამდე, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, უცხოელი პარტნიორი ქვეყნების ინსტრუქტორთა მხარდაჭერით სპეციალური წვრთნები გაიარეს, ხოლო წვრთნების კონტროლისა და შეფასების ჯგუფებში სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი იყო ჩართული.
თაგები:
თავდაცვის ძალები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


