საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ეივაზოვმა მოაწერეს. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.
დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, უკანონო მიგრაცია და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
ამასთან, მხარეებს შორის გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო დარგობრივ რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.
თაგები:
აზერბაიჯანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


