საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა.
შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება.
განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ის ასევე მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი.
ოლივიე კურტო შეცვლის შერაზ გასრის, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.
თაგები:
საფრანგეთის ელჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს