Logo

საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი მიხაილო ბროდოვიჩი იქნება

პოლიტიკა
137
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ამ თანამდებობას მიხაილო ბროდოვიჩი დაიკავებს.

დიპლომატი, 68 წლის ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მსახურობს. იყო უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული სტამბოლში, უკრაინის გენერალური კონსული კრაკოვში, ასევე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში.

საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩი იგორ დოლგოვი იყო, რომელმაც 2022 წელს დიპლომატიური მისია დაასრულა.

2025 წლიდან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები