Logo

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება

პოლიტიკა
106
Frontnews image description

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.

"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.

ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები