Logo

სახალხო დამცველი “ასტრაზენეკას” ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

საზოგადოება
724
Frontnews image description

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ასტრაზენეკას" ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. 

"ვიცი, რომ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. კარგია, რომ ფაიზერის ვაქცინა თითქმის შევსებულია, თუმცა ასტრაზენეკას ეფექტიანობაც არის დადასტურებული. ამიტომ, ჩემი ამ ქმედებით, მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის რეგისტრაცია, იაქტიურონ. მინდა, ჩემი ნდობა ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ამ გადაწყვეტილებით დავადასტურო", – განაცხადა ლომჯარიამ

ამ დროისთვის საქართველოში 5 000-მდე ადამიანია აცრილი.

თაგები:

Advertisement