Logo

სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა

Frontnews image description

25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

"25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა. 

სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.

სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები