სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინის დახმარების ახალმა პაკეტმა შეიძლება ომის დინამიკა შეცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით, მათ შორის ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ცდილობს შეცვალოს საომარი მოქმედებების მიმდინარე დინამიკა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
პრაისმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ “სისტემატურად აჩვენა თავისი სიმტკიცე“.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცია და ამ ვითარებაში ვაშინგტონს სურს დაეხმაროს კიევს სიტუაციის შეცვლაში.
”რა თქმა უნდა, ეს არის დინამიკა, რომლის შეცვლასაც ჩვენ ვცდილობთ დამატებითი დახმარებით უსაფრთხოების სფეროში”, – აღნიშნა პრაისმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მანქანებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.
თაგები:
ნედ პრაისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს