“სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი. ამჯერად, ტელეკომპანიის მზარდი ინტერესის საგანი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გახდა.
უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ შედგა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ გაგვაჩნია საკმარისი მარაგები და არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.
ცხადია, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია იმ ფაქტის გასააზრებლად, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველზე და შეუძლებელია კვებითმა კომპანიამ ტენდერის შედეგები წინასწარ განსაზღვროს. მით უფრო ამ ფაქტის „სისტემურ პრობლემად“ წარმოჩენა არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შორს არის საღი აზრისგან და მხოლოდ ირონიას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის მექანიზმი, რათა საჭიროებები სწრაფად და ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს