სახელმწიფო რწმუნებულმა ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი თანამშრომლებს წარუდგინა

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით ლობჯანიძე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ლობჯანიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მუნიციპალიტეტს ბევრ სიკეთეს მოუტანს. პაპუნა მარგველიძემ ონის ყოფილ მერს სერგი ხიდეშელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით ლობჯანიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და ამომრჩევლის ნდობა მას აკისრებს პასუხისმგებლობას, მაქსიმუმი გააკეთოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გამომიცხადეთ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ყოველდღიურად ვიმუშაო სრული პასუხისმგებლობით ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.
მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობით და პროფესიონალიზმით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა დავით ლობჯანიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორები.
თაგები:
ონი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


