სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.
სამართალდამცველებმა, ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე, დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე, დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული, 70 ერთეული, დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს.
გამოძიება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სახერხი საამქრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს