Logo

“საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია, ნიუანსებთან დაკავშირებით იმსჯელონ იურისტებმა”

საზოგადოება
1457
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, 20 ივნისის მოვლენებზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტის შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი საკმაოდ დაბალანსებულია და ეს ის არის, რაც საზოგადოებას სჭირდება.

"თუკი ადამიანი წინააღმდეგია ამისა, როგორ შეიძლება ძალით იყოს ამნისტირებული. ეს მგონი ლოგიკაშიც არ ჯდება. ასე რომ, საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია, ნიუანსებთან დაკავშირებით იმსჯელონ იურისტებმა. საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, სჭირდება ის, რომ რაღაცა ფურცელი გადაიშალოს, იმ ინტერესით, რომ საზოგადოება განვითარდეს და სტაბილურობა იყოს ქვეყანაში და არა იმ მიზნით, რომ მელიამ და სააკაშვილმა თავისი რაღაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე ილაპარაკონ", – განაცხადა ვოლსკიმ.

თაგები:

Advertisement