სალომე სამადაშვილი - ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა რეჟიმის შეჩერება და დამარცხება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა რეჟიმის შეჩერება და დამარცხება. სწორედ ამ ამოცანის ჭრილით ვუყურებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა მიზნით ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა ვერ იქნება ვერავის ამოცანა.
"ამ რეჟიმს ადარდებს დღეს მხოლოდ ერთადერთი რამ - გაანადგურონ ყველა, ვისაც შეძლებენ და რაც შეიძლება სწრაფად. რა შეიძლება ამას საზოგადოებამ დაუპირისპიროს? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი და ნამდვილი ერთიანობა. ერთიანობა თუ არ გამოვა, საქართველოს ამ ომის მოგება ძალიან გაუჭირდება.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა რეჟიმის შეჩერება და დამარცხება. ჩვენ როდესაც ვფიქრობთ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ სწორედ ამ ამოცანის ჭრილით ვუყურებთ ამ არჩევნებს, თორემ ცხადია, ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა ვერ იქნება ვერავის ამოცანა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს