Logo

სალომე სამადაშვილი - სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას, საქართველოს ეტაპობრივად გაუუქმებენ ყველა თანამშრომლობის ფორმატს

პოლიტიკა
12 საათის წინ / 13:19
Frontnews image description

სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას და არ ჩატარდება ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ეტაპობრივად გაუუქმებენ ყველა თანამშრომლობის ფორმატს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი ხანია, რაც არსად აღარ იწვევენ, სადაც მნიშვნელოვანი დღის წესრიგი დგება ევროკავშირის გაფართოების კუთხით.

"საქართველოს დიდი ხანია, რაც  არსად აღარ იწვევენ, სადაც მნიშვნელოვანი დღის წესრიგი დგება ევროკავშირის გაფართოების, იმიტომ, რომ ჩვენ გასაგებად გვითხრეს - სანამ ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გაყალბებით, მართავს ამ ქვეყანას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული.

სანამ არ შევცვლით ხელისუფლებას და არ ჩატარდება ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ეტაპობრივად გაუუქმებენ ყველა თანამშრომლობის ფორმატს", - განაცხადა სალომე  სამადაშვილმა. 

 

Advertisement