სალომე ზურაბიშვილი - 28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!

ავტორი
Front News საქართველო
28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
"ამ ჩამონათვალიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:
- არ ვეგუებით პრემიერის ანტიევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, რუსეთისკენ მიბრუნებას!
- არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!
- არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!
- ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას - ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!
- ვგმობთ ანტიეროვნულ ანტიკულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.
- ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმანთლებლო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებას და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.
- ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას, რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული.
- ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.
- ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუფციული სქემების სასარგებლოდ!
- ვგმობთ, რუსეთის ინტერესებზე აგებულ და მოსკოვის კარნახით მართული რეჟიმის ყველა ანტიეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას!
28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! მომავალი ჩვენია",- წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


