Logo

სალომე ზურაბიშვილი - არავის აქვს უფლება, ეს სერიოზული პროტესტი გადააქციოს ფარსად

პოლიტიკა
201
Frontnews image description

მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია უნდოდათ აქ ვიღაცებს სასახლის აღებით. არავის აქვს უფლება, ეს სერიოზული პროტესტი გადააქციოს ფარსად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასახლეზე თავდასხმა მცდარი ნაბიჯი იყო.

"ეს არის რუსული სცენარი. მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია უნდოდათ აქ ვიღაცებს სასახლის აღებით. აზრი არ აქვს, ის სასახლე არ წარმოადგენს არაფერს და ეს იყო მცდარი ნაბიჯი და ცუდი არჩევანი.

ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი. ვისი სცენარით არის დაგეგმილი. მე არ ვიცი, რა უნდოდათ სასახლისკენ, ასეთი სიურპრიზები არ შეიძლება, აქ დგას სერიოზული ხალხი და არავის აქვს უფლება, ეს სერიოზული პროტესტი გადააქციოს ფარსად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

Advertisement