Logo

სალომე ზურაბიშვილი - ეს ადამიანები ბოლომდე იდგნენ, ასე იქნება პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება

პოლიტიკა
141
Frontnews image description

ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობაა სწორედ ის, რაც ყველაზე ძვირფასია.

“ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ყველასთვის, ეს დამოუკიდებლობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ამაზე არც უფიქრიათ ერთ წუთი იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იყვნენ. ბოლომდე იდგნენ ყველა გაფრთხილების მიუხედავად. იდგნენ და დარჩნენ. ასე იქნება პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება, რადაც არ უნდა დაუჯდეს. იმიტომ, რომ ამათი გაშვება არ იქნება. 

"ოცნება" რაც არ უნდა აქ მოვიდეს და ვითომც და პატივი სცენ, თუნდაც დაიჩოქონ, არაფერი ეშველებათ. ესენი არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი გამდიდრებისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც არ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს“, - განაცხადს სალომე ზურაბიშვილმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები