Logo

სალომე ზურაბიშვილი - ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ერთობა, რომელიც მიზნად დაისახავს ცვლილებას

პოლიტიკა
64
Frontnews image description

მე ვრჩები ერთგული იმ წამოწყების, რომელიც გარდაიქმნა ქარტიად და რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ამ ტიპის ერთობა.

"მე ვრჩები ერთგული იმ წამოწყების, რომელიც გარდაიქმნა ქარტიად და რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ამ ტიპის ერთობა, ყველა ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთიანობა.

ცხადია, არავინ არ გადაიქცევა ერთ პარტიად და არავის არ სჭირდება ერთპარტიული რაიმე ფორმის გაერთიანება, მაგრამ ამ საზოგადოების ერთობას სჭირდება პარტიების ერთობა, სჭირდება აქტივისტების თავისუფლება. ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ერთობა, რომელიც მიზნად დაისახავს ცვლილებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები