
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად.
“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწვია მე და ჩემი ევროპელი კოლეგა ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო კვირებისთვის არსებული გეგმები. ცხადია, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კვირები იქნება. 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით. წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ყველამ ძალიან გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს