Logo

სალომე ზურაბიშვილი - მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს

პოლიტიკა
150
Frontnews image description

არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვალდებულების უგულებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.

არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა", - წერს ზურაბიშვილი.

Advertisement