სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად ძალიან რთულად განიცდიან იმას, რაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მოწამვლის საქმეს და ცდილობენ, რომ გადაფარონ

ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად ძალიან რთულად განიცდიან იმას, რაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მოწამვლის საქმეს და ცდილობენ, რომ გადაფარონ სხვადასხვა თემებით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, არსებობდეს საერთაშორისო საზოგადოების ჩამოსვლის და საქმის მოკვლევის ფაქტორები.
"ნამდვილად ძალიან რთულად განიცდიან იმას, რაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მოწამვლის საქმეს და ცდილობენ, რომ გადაფარონ სხვადასხვა თემებით, ეს ერთია და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყველანი ვართ ჩართული იმაში, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და თანამეგობრობა ჩავრთოთ ამ საქმეში აქტიურად.
მე მგონი, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობები, რომ მართლაც ჩამოვიდეს საერთაშორისო მისია და გაარკვიოს აქ და თუ "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მისთვის არ არის, მაშინ არ არსებობს მიზეზი რატომაც არ უნდა ჩამოუშვან საერთაშორისო მისია, როგორც ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დგება ასეთი საკითხი.
მეორე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ რეალურად რუსული საბჭოთა ტექნოლოგიის ხელში და ეს ტექნოლოგია სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ახალი თემა შემოიტანონ, შენ აღარ იცოდე რომელ თემაზე რა ყურადღება უნდა მიაქციო. მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს არა ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვიდრე ის რაც იყო გასული წლის ნოემბრის კობახიძის განცხადება ევროკავშირის შესახებ, რასაც ჰქვია განათლების რეფორმა. ეს რეფორმა ნიშნავს, რომ ჩვენს შვილებსა და მომავალს უხურავენ საერთაშორისო განათლების კარებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




