Logo

სალომე ზურაბიშვილი – ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია

პოლიტიკა
1302
Frontnews image description

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვას “ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

 

“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ სახელწოდებით, “სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო” ფრანგულ “კვირის ჟურნალში” (JDD) დაიბეჭდა.

Advertisement