სალომე ზურაბიშვილი - სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, ივანიშვილის პრორუსული, პროირანული რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს

ავტორი
Front News საქართველო
სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, ივანიშვილის პრორუსული, პროირანული რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოში ტერორი მიმდინარეობს.
"ტერორი საქართველოში: სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი სასჯელის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: „ყველა ციხეში!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




