
ავტორი
Front News საქართველო
ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, ვთანხმდებით უკრაინის მიმართ საერთო მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.
“ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ.
მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის.
ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. როგორც ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს