სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, კოვიდ-19-ის სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.
ტედროს გებრეიელუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ჯანმოს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვთ და სამომავლო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


