Logo

სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინის" შემცველი სითხე ამოიღეს

სამართალი
232
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე.

"პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის  მოქალაქე.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მალულად, საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული - 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები