
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს