Logo

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

სამართალი
272
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

"მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა შეეფარდა.

დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement