Logo

შსს-მ პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა

სამართალი
157
Frontnews image description

შსს-მ პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.

დაკავებული არიან ასევე ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა.

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

დაკავებულებს თავისუფლების ცხრა წლამდე აღკვეთა ელოდებათ.

Advertisement