სამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში არ შეუშვეს


ავტორი
Front News საქართველო
სამართალდამცველები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ შეუშვეს. მათ მელიასთვის განჩინების ჩაბარება და მისი დაკავება სურდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რადგან მათ შეკრებილებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
"სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შსს-ს, შესაბამისად, გამომძიებლები მოვედით ოფისში განჩინების აღსრულების მიზნით, ვინაიდან ცნობილია ჩვენთვის, რომ მელია იმყოფება ოფისში. კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება", – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
მათ ადგილზე დახვდათ ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ განჩინების ჩაბარების უფლება ჰქონდა, თუმცა გამომძიებლებმა უარი განუცხადეს.
ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს