Logo

“სამართალდამცველების მოქმედებები, ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური”

საზოგადოება
510
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნამოხვანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სამართალდამცველების მოქმედებები უკანონო და ანტიკონსტიტუციურია.

"სამართალდამცველების მოქმედებები, ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით, იყო მთლიანად უკანონო, ანტიკონსტიტუციური, მოკლებული ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და ზღუდავდა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, პოლიტიკური პროტესტის უფლებას, გადაადგილების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას. რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ხელისუფლება ახალისებს სწორედაც რადიკალურ და ქსენოფობიური განწყობილების ნაწილის პოზიციებს და მიიღებს უარეს შედეგს"-განაცხადა ბოკერიამ.

ნამოხვანში პოლიციამ გუშინ, 11აპრილს, საპროტესტო კარვები აშალა, დღეს კი მათივე ნებართვით "ენკას" ტრაქტორმა ტერიტორია გადახნა. პოლიცია რიონის ხეობის მცველებს ნამოხვანში არ უშვებს.

თაგები:

Advertisement